Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის 146-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 1-2 მაისს გამართავს ივანე ჯავახიშვილის 146-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური პრობლ-ემები. 


კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველმა სტუდენტებმა 2022 წლის 10
აპრილამდე ხელმძღვანელების რეკომენდაცია და
 თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული
ფოსტის  მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge

 

იმუშავებს შემდეგი სექციები:


ისტორია
ლიტერატურათმცოდნეობა
თარგმანმცოდნეობა
ენათმეცნიერება
კავკასიოლოგია
ფილოსოფია
კულტურის კვლევები
ეთნოლოგია
არქეოლოგია
ხელოვნებათმცოდნეობა
 
კონფერენციის რეგლამენტი:


მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
 
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.
 
კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე).
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი